ჰეიკო მაასი - ნორმალური საზღვაო სეზონი, სავსე სანაპიროებითა და კაფეებით, წელს არ იქნება შესაძლებელი
ჰეიკო მაასი - ნორმალური საზღვაო სეზონი, სავსე სანაპიროებითა და კაფეებით, წელს არ იქნება შესაძლებელი

ნორმალური საზღვაო სეზონი, სავსე სანაპიროებითა და კაფეებით, წელს არ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა.

ჰეიკო მაასის თქმით, გადაჭედილი სანაპიროები და კაფეები უპასუხისმგებლობა იქნება.

„ნორმალური სეზონი, გადაჭედილი სანაპიროებითა და კაფეებით წელს, არ იქნება შესაძლებელი. ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა. საერთაშორისო მიმოსვლა არ არის, ბევრ ქვეყანას აკრძალვები აქვს დაწესებული. ეს არ არის ის პირობები, რომელშიც ნორმალური არდადეგები შეიძლება გქონდეს“, – განაცხადა ჰეიკო მაასმა.