ჰავერცმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ჰავერცმა „ჩელსისთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა

„ჩელსი“ ახლოს არის „ლევერკუზენის“ ნახევარმცველ კაი ჰავერცის შეძენასთან, – ამის შესახებ რამდენიმე ინგლისურმა გამოცემამ დაწერა.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე შეათანხმა 21 წლის გერმანელის პირადი კონტრაქტი. ფეხბურთელი პრაქტიკულად დათანხმდა ყველა პირობას. „ჩელსის“ ეს ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდება. ამით ჰავერცი „არისტოკრატთა“ ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი გახდება.

ჰავერცმა გერმანიის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ მომავალი სეზონისთვის „აიაქსიდან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი და „ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი 53 მილიონ ევროდ.