ჰავერცი „ჩელსიში“ გადასვლაზე უარს იტყვის, თუ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება
ჰავერცი „ჩელსიში“ გადასვლაზე უარს იტყვის, თუ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება

„ლევერკუზენის“ ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა შესაძლოა უარი თქვას „ჩელსიში“ გადასვლაზე, თუ ლონდონური კლუბი ვერ შეძლებს მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.

„ჰავერცს სურს ამ ზაფხულს „ლევერკუზენის“ დატოვება, რადგან გერმანული კლუბი ვერ შეძლებს 2020-21 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს. „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, რათა დაარწმუნოს ფეხბურთელი თავის რიგებში გადასვლაზე“, – დაწერა გაზეთმა „ბილდმა“.

ადრე დაიწერა, რომ ჰავერცმა „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა სხვა გუნდში გაშვებაზე. გერმანული კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.

წლევანდელ სეზონში 21 წლის ნახევარმცველმა „ლევერკუზენის“ რიგებში 43 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი