ჰავერცი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის
ჰავერცი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის

ბუნდესლიგის 29-ე ტური „ფრაიბურგისა“ და „ლევერკუზენის“ მატჩით გაიხსნა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლით „ლევერკუზენმა“ მოიგო – 1:0. თავი 54-ე წუთზე 20 წლის კაი ჰავერცმა გამოიჩინა. ეს ამ ფეხბურთელის 35-ე გოლია ბუნდესლიგაში. ამით ჰავერცი ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 21 წლამდე მოთამაშეებს შორის.

ამ მომენტისთვის ჰავერცს 11 გოლი აქვს გატანილი მიმდინარე სეზონში. ბუნდესლიგის რესტარტის შემდეგ, მან ოთხ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

ამ მოგებით „ლევერკუზენმა“ 56 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.