„ჰატაისპორის“ გულშემატკივრები საბა ლობჟანიძეს მადლობას უხდიან - ის ჩვენს გუნდში ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო #1TVSPORT
„ჰატაისპორის“ გულშემატკივრები საბა ლობჟანიძეს მადლობას უხდიან - ის ჩვენს გუნდში ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო #1TVSPORT

„ჰატაისპორის“ ქართველი მოთამაშის, საბა ლობჟანიძის ამერიკის „ატლანტა იუნაიტედში“ გადასვლას გუნდის გულშემატკივრებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბა ქომაგებს შორის პოპულარული იყო და მისი წასვლა მტკივნეულად მიიღეს, ამაზე კომენტარებიც მეტყველებს.

„სუპერლიგის დონის 2-3 მოთამაშე გვყავდა, მათ შორის იყო საბა. მადლობა თავდადებისთვის“.

„პირველი ლიგისკენ მივექანებით. ჩვენ კლუბს ვხურავთ?“

„თავისი სისწრაფით მეტოქის დაღლილ დაცვას პრობლემებს უქმნიდა“.

„ის ჩვენს გუნდში ყველაზე საიმედო ფეხბურთელი იყო. მადლობა ყველაფრისთვის, საბა ლობჟანიძე. ღმერთმა დაგლოცოთ“.

“ძალიან მაინტერესებს, როგორ ვიწყებთ სეზონს, აღარავინ დაგვრჩა“.

„არასდროს ვყოფილვარ მასზე გაბრაზებული. მუდამ ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, როცა შეტევაში იყო. წარმატებებს გისურვებთ ახალ მოგზაურობაში“.

“ჩვენი ერთადერთი იმედი ისაა, რომ ვინმეს მოიყვანენ და პრობლემები არ შეგვექმნება“.

„გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები აღარ დარჩნენ, ყველა წავიდა და სუპერლიგაში „გალათასარაისთან“, „ფენერბახჩესთან“ და „ბეშიქთაშთან“ ვინ ითამაშებს? იმედია, ვცდები“.

„გუნდში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მამაცურად თამაშობდა და ისიც წავიდა. ღმერთო, უშველე ამ კარგ ადამიანს, არ დაგვავიწყდები“, – ვკითხულობთ „ჰატაისპორის“ გულშემატკივრების კომენტარებში.