ჰასან როუჰანი - თუ ირანი სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს ვერ განახორციელებს, ამას სხვა ქვეყნებიც ვერ შეძლებენ
ჰასან როუჰანი - თუ ირანი სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს ვერ განახორციელებს, ამას სხვა ქვეყნებიც ვერ შეძლებენ

თუ ირანი სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს ვერ განახორციელებს, ამას სხვა ქვეყნებიც ვერ შეძლებენ, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათი ნავთობის ექსპორტს ხელს ვერ შეუშლის.

„ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ნავთობს ვყიდით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მათ ჩვენი შეჩერება არ შეუძლია. თუ ერთ დღეს ისინი ირანის ნავთობის ექსპორტის შეჩერებას შეეცდებიან, მაშინ სპარსეთის ყურიდან სხვა ქვეყნებიც ვერ შეძლებენ ნავთობის ექსპორტს“, – განაცხადა ირანის ლიდერმა.

რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2015 წელს, ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა. ცოტა ხნის წინ კი ირანის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები განაახლა.