ჰასან როუჰანი - აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის გაყიდვას გააგრძელებს
ჰასან როუჰანი - აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი ნავთობის გაყიდვას გააგრძელებს

აშშ-ის სანქციების მიუხედავად, ირანი თავისი ნავთობის გაყიდვას გააგრძელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა.

„ამერიკას სურდა, რომ ირანული ნავთობის გაყიდვები ნულამდე დაეყვანა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ნავთობის გაყიდვას, რომ სანქციები გავარღვიოთ“, – განაცხადა როუჰანიმ.

აშშ-ის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ დღეიდან ამოქმედდა. ახალი შეზღუდვები მიმართულია ძირითადად, ირანის სანავთობო და საბანკო სექტორების წინააღმდეგ.