ჰასან როჰანი - ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს
ჰასან როჰანი - ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი რეგიონულ ომში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, სრულიად მიუღებელია ირანის მიწაზე ჭურვებისა და რაკეტების ჩამოვარდნა.

ჰასან როჰანი ამბობს, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ირანის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას.

„ჩვენი პრიორიტეტი ჩვენი ქალაქების და სოფლების უსაფრთხოებაა. არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლება კონფლიქტით და სისხლისღვრით. ვიმედოვნებთ, რომ რეგიონში სტაბილურობა მშვიდობიანი გზით აღდგება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჭურვების და რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ არაერთხელ განაცხადა.