ჰარუ ბაშო გაუქმების საფრთხის წინაშეა
ჰარუ ბაშო გაუქმების საფრთხის წინაშეა

ოსაკაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირი კორონავირუსის საფრთხის გამო მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს. ბაშოს დაწყებამდე იაპონიის სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა ის წესები, რომლის შემთხვევაშიც ბაშო გაუქმებულად გამოცხადდებოდა. წესებს შორის რა თქმა უნდა არის მებრძოლების ჯანმრთელობის ყოველდღიური შემოწმება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბალი დივიზიონის ერთ-ერთ რიკიშის, რომლის ვინაობაც არ სახელდება 2 დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. როგორც სუმოს ასოციაციის კრიზისის მენეჯმენტის დირექტორი, კაზუიამა აცხადებს – სპორტსმენს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა, თუმცა მსგავსი ფაქტის კიდევ ერთხელ დაფიქსირების შემთხვევაში ჰარო ბაშო შეწყდება.