ჰარუ ბაშო | გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში - ტოჩინოშინმა მეცხრე მოგება გაიფორმა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოს სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), რომელიც მარტის ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, მე-9 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში იორიკირით დაამარცხა.

მძლავრი შეჯახების შემდეგ რამდენიმე წამში გორგაძის მეტოქე უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა და თითქოს, მოგებაც შეეძლო, მაგრამ ტოჩინოშინმა ძალები მოიკრიბა და ვაკამოტოჰარუ დოჰიოდან გადაიყვანა.

ლევან გორგაძეს 14 დღის შემდეგ 9 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი 2 დღის წინ დააფიქსირა.