ჰარისონ ბარნსი „საკრამენტოში“ გადავიდა
ჰარისონ ბარნსი „საკრამენტოში“ გადავიდა

იესპიენის“ (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი გაცვლის შესახებ იუწყება.

„დალასის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი ჰარისონ ბარნსისაკრამენტო კინგსის“ ღირსებას დაიცავს. მის მაგივრად „მავერიკსი“ ზაკ რენდოლფს და ჯასტინ ჯექსონს მიიღებს.

საინტერესოა, რომ ჰარისონ ბარნსმა აღნიშნული ინფორმაცია რეგულარული სეზონის მატჩის მიმდინარეობისას შეიტყო. ამ ფაქტს ლებრონ ჯეიმსი საკუთარ ინსტაგრამზე გამოეხმაურა და უსამართლობა უწოდა.