ჰარი მაგუაირი არ ითამაშებს ევროპის ლიგის ფინალში #1TVSPORT
ჰარი მაგუაირი არ ითამაშებს ევროპის ლიგის ფინალში #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი გამოტოვებს ევროპის ლიგის ფინალს „ვილიარეალის“ წინააღმდეგ.

ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მცველმა ჯერ ბოლომდე ვერ მოირჩინა ტრავმა.

„ჰარის უკვე შეუძლია სიარული, მაგრამ სირბილამდე ჯერ შორია. არ მგონია, რომ ჩვენ მას ვიხილავთ გდანსკის მინდორზე.

მაგრამ, როგორც უკვე არა ერთხელ ვთქვი, მაინც დაველოდებით მას სამშაბათს საღამომდე. თქვენ იცით, რომ გასახდელში ჰარი – ლიდერია. ის იქნება ჩვენთან ერთად გასახდელში და დარწმუნდება, რომ ყველანი მზად იქნებიან ფინალისთვის“, – განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

ევროპის ლიგის ფინალი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ვილიარეალის“ შორის 26 მაისს, პოლონეთის ქალაქ გდანსკში გაიმართება.