ჰარი მაგუაიერი შესაძლოა დიდი ხნით გამოაკლდეს „მანჩესტერ იუნაიტედს“
ჰარი მაგუაიერი შესაძლოა დიდი ხნით გამოაკლდეს „მანჩესტერ იუნაიტედს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვის ლიდერი ჰარი მაგუაიერი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი დროით გამოაკლდა კლუბს.

ფეხბურთელი გასულ უქმეებზე „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ ინგლისის თასის მატჩში „იუნაიტედის“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და ტრავმა პირველ ტაიმში მიიღო. შესვენებაზე სამწვრთნელო შტაბმა მაგუაირის შეცვლა მოისურვა, მაგრამ თავად მოთამაშემ დაარწმუნა ყველა, რომ წესრიგში იყო და შეეძლო თამაშის გაგრძელება. ამით, ინგლისის ნაკრების მცველმა მდგომარეობა უფრო დაამძიმა.

გაზეთ „ტელეგრაფის“ მონაცემებით, მაგუაირს ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ფეხბურთელის აღდგენის ვადებზე არაფერს წერენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, მანჩესტერელს ორ თვეზე მეტი გაუცდეს.