ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ჰარი მაგუაიერი „მანჩესტერ იუნაიდეტთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მაგუაიერი კლუბში 2027 წლის ივნისამდე დარჩება. მხარეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ამის შემდეგაც თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელონ.
მაგუაერი „მანჩესტერ იუანიტედის“ წევრი 2019 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირის ეგიდით 20 მატჩი ჩაატარა. მან ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.