ჰარი კეინს 2015 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი პრემიერლიგაში #1TVSPORT
ჰარი კეინს 2015 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტი პრემიერლიგაში #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში „ტოტენჰემმა“ სტუმრად 1:3 წააგო „არსენალთან“.

„ტოტენჰემის“ ლიდერი ჰარი კეინი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, მაგრამ 90 წუთში გოლის გატანა ვერ შეძლო. ინგლისის ნაკრების ფორვარდს პრემიერლიგის ახალ სეზონში ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერ გოლი არ გაუტანია.

კეინისთვის ეს ყველაზე ცუდი სტარტია 2015-16 წლების სეზონის შემდეგ, – წერს ShowSport. მაშინ ფორვარდმა პრემიერლიგის ექვს სასტარტო მატჩში ვერ შეძლო თავის გამოჩენა.

გასულ სეზონში ჰარი კეინი 23 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.