ჰარი კეინმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გააგრძელა
ჰარი კეინმა „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ საკუთარ „ტვიტერზე“ ინგლისის ნაკრების ფორვარდ ჰარი კეინთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა – „ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ჰარი კეინმა ჩვენს კლუბთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდე გაგრძელდება“.

ახალი ხელშეკრულება თავდამსხმელსა და კლუბს შორის, 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

უფრო ადრე, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს. შესაბამისად, მისი წლიური ხელფასი 15 მილიონ ფუნტს გადააჭარბებს.

კეინი „ტოტენჰემში“ 2011 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, 48 მატჩში ფორვარდმა 41 გოლი გაიტანა