ჰარი კეინმა „ოქროს ბუცი“ მოიგო #1TVSPORT
„ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი 2025-26 წლების სეზონის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. 32 წლის ინგლისელმა ბუნდესლიგის 31 მატჩში 36 გოლი გაიტანა.
კეინისთვის ეს მეორე „ოქროს ბუცია“ კარიერაში. „ბაიერნში“ თავის სადებიუტო სეზონში (2023-24) მან ასევე 36 გოლი გაიტანა.
„ოქროს ბუცი” 2025-26
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 72 (36×2.0)
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 54 (27×2.0)
- კილიან მბაპე (რეალი) – 50 (25×2.0)
- დიონ ბელიო (დინამო ზ) – 46.5 (31×1.5)
- ვედათ მურიკი (მალიორკა) – 46 (23×2.0)
- იგორ ტიაგო (ბრენტფორდი) – 44 (22×2.0)
- ლუის სუარესი (სპორტინგი) – 42 (28×1.5)
- ესტებან ლეპოლი (რენი) – 42 (21×2.0)
- დენიზ უნდავი (შტუტგარტი) – 38 (19×2.0)
- რაიან მაე (ომონია) – 37.5 (25×1.5)
- აიასე უედა (ფეიენოორდი) – 37.5 (25×1.5)
- დონიელ მალენი (რომა) – 36 (18×2.0)
- ალექსანდარ კატაი (ცრ. ზვეზდა) – 34.5 (23 x1.5)
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 34 (17×2.0)
- ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) – 34 (17×2.0)
- სერუ გირასი (დორტმუნდი) – 34 (17×2.0)
- ანტუან სემენიო (მანჩესტერ სიტი) – 34 (17×2.0)
- პოლ ონუაჩუ (ტრაბზონი) – 33 (22 x1.5)
- ვანგელის პავლიდისი (ბენფიკა) – 33 (22 x1.5)
- ელდორ შომუროდოვი (ბაშაქშეჰირი) – 33 (22 x1.5)
“ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე (1.0, 1.5, 2.0). უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) ჩემპიონატებს.