ჰარი კეინის თქმით, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს #1TVSPORT
ჰარი კეინის თქმით, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე არ ფიქრობს #1TVSPORT

„ბაიერნის“ რიგებში გატანილი მე-100 გოლის შემდეგ ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა თავისი მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა, მათ შორის პრემიერლიგაში შესაძლო დაბრუნებაზე.

რამდენიმე წყარო წერდა, რომ „ტოტენჰემი“ კეინის კონტრაქტში არსებულ პუნქტს გამოიყენებდა და მომავალ ზაფხულს მას შეიძენდა, თუმცა 32 წლის ფეხბურთელმა ეს ყველაფერი უარყო.

„აქ ძალიან ბედნიერი ვარ და ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნებაზე ამჟამად არ ვფიქრობ. კონტრაქტის მიხედვით, „ბაიერნთან“ კიდევ ორი წელი მაკავშირებს და ვცდილობ, ყოველი მომენტით ვისიამოვნო. ეს იდეალური ადგილია, რათა ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლო“, – აცხადებს კეინი.

ინგლისის ნაკრების კაპიტანი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას 2023 წლის ზაფხულიდან იცავს, მან „ბაიერნის“ მაისურით 100 გოლის გატანა 104 შეხვედრაში მოახერხა, მის ანგარიშზე ასევე არის 23 საგოლე გადაცემა.