ჰარდენმა სამმაგი დუბლით და რეკორდით დაიწყო, დურანტმა 42 ქულა ჩააგდო – ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
17 იანვარს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 6 მატჩი გაიმართა.
ამ დღეს ყველაზე დიდ ყურადღებას „ბრუკლინსა“ და „ორლანდოს“ შორის დაპირისპირება იქცევდა. ჯეიმს ჰარდენს „ნეტსის“ მაისურით სადებიუტო მატჩი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სუპერსამეული გულშემატკივარმა პარკეტზე ვერ იხილა, შეხვედრა საინტერესო გამოდგა. ჰარდენმა ამ შეხვედრაში სამმაგ დუბლთან ერთად NBA-ის რეკორდიც დაამყარა – ის გახდა პირველი კალათბურთელი ლიგის ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო მატჩში სამმაგი დუბლი 30-ზე მეტი ქულით გაიფორმა. მისი მონაგარი 32 ქულა, 12 მოხსნა და 14 პასი იყო. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა კევინ დურანტსაც, რომელმაც „ორლანდოს“ 42 ქულა ჩაუგდო. „მეჯიქის“ მხრიდან კი საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა და 34 ქულასა და 10 მოხსნასთან ერთად, 10 პასიც მიითვალა. საბოლოო ჯამში კი შეხვედრა სტივ ნეშის გუნდის გამარჯვებით დასრულდა 122:115.
ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა:
სან ანტონიო-ჰიუსტონი 103:91
https://www.youtube.com/watch?v=G1lwgX7UZ6o
ბრუკლინი-ორლანდო 122:115
https://www.youtube.com/watch?v=_2Tdyjh-tpw
ტორონტო-შარლოტი 116:113
https://www.youtube.com/watch?v=RCLQMsWAqM0
მემფისი-ფილადელფია 106:104
https://www.youtube.com/watch?v=FdgKy2M6IQE
მაიამი-დეტროიტი 100:120
https://www.youtube.com/watch?v=O-KFfcX8tG0
პორტლენდი-ატლანტა 112:106
https://www.youtube.com/watch?v=yRg_BnPJXKE