ჰარდენმა 44 ქულით დაიწყო – მაკკოლუმმა „ჰიუსტონს“ ცხრა სამქულიანი ჩაუგდო (ვიდეო)
27 დეკემბერს, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მეორე ტურის დარჩენილი 10 შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური შეხვედრა პორტლენდში იყო, სადაც გულშემატკივრებმა დაძაბული ბრძოლა იხილეს. „ჰიუსტონმა“ თავისი პირველი მატჩი ჩაატარა და „ბლეიზერსთან“ ოვერტაიმში 126:128 დამარცხდა. არაჩვეულებრივი თამაში ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს, რომელმაც 44 ქულასთან ერთად 17 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა. მატჩის გმირი კი მაკკოლუმი აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე სამქულიანი ისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ სი ჯეიმ კარიერის უმაღლესი შედეგი აჩვენა და 9 სამქულიანი ჩააგდო, მისი მონაგარი „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ 44 ქულა და 8 პასი იყო.
https://www.youtube.com/watch?v=1uKBs5JMpDk
ნბა-ს მე-2 ტურის დანარჩენი შეხვედრები:
მემფისი-ატლანტა 112:122
https://www.youtube.com/watch?v=OO0gVGRyVCI
შარლოტი-ოკლაჰომა 107:109
https://www.youtube.com/watch?v=qYmD7xQ3OXE
დეტროიტი-კლივლენდი 119:128
https://www.youtube.com/watch?v=-YDdO7LlafY
ვაშინგტონი-ორლანდო 120:130
https://www.youtube.com/watch?v=P-81Q1-m2HY
ნიუ იორკი-ფილადელფია 89:109
https://www.youtube.com/watch?v=EpSjX0W5CLI
ჩიკაგო-ინდიანა 106:125
https://www.youtube.com/watch?v=PuDkS1Dpe7E
სან ანტონიო-ტორონტო 119:114
https://www.youtube.com/watch?v=76Y7sJWFhrw
იუტა-მინესოტა 111:116
https://www.youtube.com/watch?v=ueiN3IgZnTw
საკრამენტო-ფენიქსი 106:103
https://www.youtube.com/watch?v=cnhZWhyvsT0