ჰარდენის მორიგი ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად „მილუოკი“ ჰიუსტონიდან გამარჯვებული ბრუნდება [ვიდეო]

NBA-ს რეგულარულ სეზონზე მორიგი მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ტექსასში, „ტოიოტა ცენტრში“ შედგა, სადაც „ჰიუსტონ როკეთსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი „მილუოკი ბაქსი“ მიიღო და 109-116 დამარცხდა.

მილუოკელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიანის ანტეტონკუმპო გახდა, რომელმაც 27 ქულას 21 მოხსნა მიამატა და 5 პასიც ჩაიწერა პირად აქტივში. 24 ქულით დაასრულა მატჩი ბროგდონმა.

როკეთსის“ რიგებში შეუდარებელ ასპარეზობას განაგრძობს ჯეიმს ჰარდენი, თუმცა „ჰიუსტონის“ ლიდერის 42 ქულამ ტექსასელები მარცხისგან ვერ იხსნა.

ბოსტონი – ინდიანა 135-108
ვაშინგტონი – ფილადელფია 123-106
ბრუკლინი – ატლანტა 116-100
მემფისი – სან ანტონიო 96-86
ნიუ ორლეანი – კლივლენდი 140-124
დალასი – ფინიქსი 104-94
იუტა – ორლანდო 106-93
პორტლენდი – ჩიკაგო 124-112
ლეიკერსი – დეტროიტი 113-100