ჰარდენის 50 ქულა - ჰიუსტონმა ლეიკერსი დაამარცხა
ჰარდენის 50 ქულა - ჰიუსტონმა ლეიკერსი დაამარცხა

NBA-ს რეგულარულ სეზონში ოთხი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური შეხვედრა, „ტოიტოტა ცენტრში“ შედგა, სადაც ჰიუსტონ „როკეტსმა“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება, ჯეიმს ჰარდენის ბენეფისად იქცა. ტეხასური კლუბის ლიდერმა 50 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნა გააკეთა. ჰარდენმა კაირერაში მეოთხედ შეასრულა სამმაგი დუბლი, როდესაც მინიმუმ 50 ქულა მოაგროვა. ბოლო მეოთხედის წინ მასპინძლები მხოლოდ ორი ქულის სხვაობით იგებდნენ. დასკვნით პერიოდში კი მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს და საბოლოოდ 15 ქულის სხვაობით, ანგარიშით 126-111 გაიმარჯვეს.

ლებრონ ჯეიმსმა კალიფორნიელებს 29 ქულა შესძინა. 24 ქულაა კაელ კუზმას ანგარიშზე. „ლეიკერსი“ დასავლეთში მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. ჰიუსტონი კი, ზედიზედ მეორე გამარჯვების მიუხედავად, ამავე კონფერენციაში მხოლოდ 13-ე პოზიციაზეა. მაიკ დანტონის გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად, მემფის „გრიზლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სან ანტონიო-კლიპერსი 125-87
ორლანდო-ჩიკაგო 97-91
ფინიქსი-დალასი 99-89