ჰაქან ჩალჰანოგლუ ისევ „ინტერში“ ითამაშებს - მილანური კლუბი „გალათასარაის“ ვერ მოელაპარაკა #1TVSPORT
ჰაქან ჩალჰანოგლუ ისევ „ინტერში“ ითამაშებს - მილანური კლუბი „გალათასარაის“ ვერ მოელაპარაკა #1TVSPORT

თურქი ნახევარმცველი ჰაქან ჩალჰანოგლუ „ინტერში“ დარჩება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მილანური კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს „გალათასარაისთან“. თავად ნახევარმცველიც ისურვებდა თურქულ კლუბში გადასვლას.

ოთხშაბათს კლუბებს შორის შედგა შეხვედრა მილანში, – დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ. შეხვედრის შედეგად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და მოლაპარაკებები დასრულებულია.

უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი მზად არის გაუშვას ჩალჰანოგლუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის სახით მინიმუმ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

საბოლოოდ, 31 წლის ნახევარმცველი არ გაიყიდება და კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.