ჰანსი ფლიკმა, შესაძლოა, სეზონის შემდეგ „ბაიერნი“ დატოვოს
ჰანსი ფლიკმა, შესაძლოა, სეზონის შემდეგ „ბაიერნი“ დატოვოს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვოს კლუბი. ამის შესახებ გაზეთმა „ბილდმა“ დაწერა.

ფლიკმა შეიძლება ამგვარი გადაწყვეტილება კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს წასვლის გამო მიიღოს. მასთან მწვრთნელს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ამასთან, ფლიკს კონფლიქტი აქვს „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორთან ჰასან სალიჰამიჯიჩთან.

ასევე ჰანსი ფლიკმა შეიძლება გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს, რომელშიც 2006-14 წლების პერიოდში მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის თანაშემწედ მუშაობდა.

ფლიკი „ბაიერნს“ 2019 წლიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენური კლუბი ერთ სეზონში გერმანიის ჩემპიონი, გერმანიის თასისა და სუპერთასის მფლობელი, აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.