ჰანსი ფლიკმა პირადად აცნობა ტერ შტეგენს, რომ ის „ბარსელონას“ ძირითადი მეკარე აღარ იქნება #1TVSPORT
ჰანსი ფლიკმა პირადად აცნობა ტერ შტეგენს, რომ ის „ბარსელონას“ ძირითადი მეკარე აღარ იქნება #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკს გუნდის გერმანელ მეკარესთან მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც შეატყობინა თანამემამულეს, რომ ის აღარ მიიჩნევა „ბარსას“ ძირითად მეკარედ. ამის შესახებ დაწერა გამოცემა Sport.es-მა.

წყაროს ცნობით, ფლიკმა ცხადად მიანიშნა ტერ შტეგენს, რომ ამ ზაფხულს „ესპანიოლიდან“ მეკარე ჟოან გარსიას შეძენა – სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. 24 წლის ფეხბურთელი სამწვრთნელო ჯგუფისა და სპორტული ხელმძღვანელობის სრული ნდობით სარგებლობს. ამასთან, ფლიკმა მოუწოდა გერმანელს, რომ არ წავიდეს კლუბიდან და იბრძოლოს სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად.

აღნიშნავენ, რომ „ბარსელონა“ პატივისცემით მოეკიდება ტერ შტეგენის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, თუ ის გუნდიდან წასვლას მოისურვებს.

33 წლის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშიბს. მისი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.