ჰანსი ფლიკმა „ბარსელონაში“ იამალის ახალ როლზე მიანიშნა #1TVSPORT
BARCELONA, SPAIN - MAY 10: Hansi Flick, Head Coach of FC Barcelona, embraces Lamine Yamal of FC Barcelona as they celebrate after defeating Real Madrid, and winning the LaLiga title, after the LaLiga EA Sports match between FC Barcelona and Real Madrid CF at Spotify Camp Nou on May 10, 2026 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ლამინ იამალის როლზე 2026-27 წლების სეზონში.
გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ 19 წლის ესპანელს შეუძლია, ითამაშოს „ცრუ ცხრიანის“ პოზიციაზე, თუმცა ამჟამად გუნდი მას უფრო სხვა როლში განიხილავს.
ასევე, მისი სიტყვებით, იამალი არაერთხელ ყოფილა შეტევის ცენტრში, ხოლო შემადგენლობის უნივერსალურობის წყალობით „ბარსელონას“ ახალ სეზონში რამდენიმე ვარიანტი ექნება.
ფლიკმა აღნიშნა, რომ გუნდის ახალწვეულებს – ენტონი გორდონსა და ქარიმ ადეიემის შეუძლიათ როგორც ორივე ფლანგზე თამაში, ასევე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე მოქმედება.