„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა უპასუხა შეკითხვას კატალონური კლუბის გარემარბის ანსუ ფატის მომავალზე.
„ვფიქრობ, ანსუ ფატის დარჩენა სურს, და ეს ნორმალურია. ის პროგრესირებს ვარჯიშებზე და ჩვენ მას მხარში დავუდგებით“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები იტალიელ ჟურნალისტს ფაბრიციო რომანოს.
ამ სეზონში ანსუ ფატიმ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.