ჰანსი ფლიკის განცხადებით, „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში „რეალთან“ „ბარსელონას“ კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს #1TVSPORT
ჰანსი ფლიკის განცხადებით, „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში „რეალთან“ „ბარსელონას“ კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის განცხადებით, მომავალ შეხვედრებში გუნდის კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მთავარი მეკარე მარკ ანდრე ტერ შტეგენი მოედანს დაუბრუნდა.

„უკვე გადაწყვეტილია, რომ ვოიცეხ შესნი ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ და ლა ლიგაში „რეალთან“ გუნდის კარს დაიცავს. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მისი დაბრუნება ძალიან გვახარებს, ის სრულ მზადყოფნაშია“, – აღნიშნა ფლიკმა.

ვოიცეხ შესნიმ გასულ სეზონში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, თუმცა ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ „ბარსელონამ“ მას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და პოლონელიც ფეხბურთს დაუბრუნდა.