ჰანს-დიტერ ფლიკმა ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა
ჰანს-დიტერ ფლიკმა ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა

გერმანული ბუნდესლიგის 29-ე ტურში დიუსელდორფის „ფორტუნასთან“ მიღწეული გამარჯვება მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკისთვის რიგით 22-ე გამოდგა პირველ 25 მატჩში, რითაც გერმანელმა სპეციალისტმა ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა (21 გამარჯვება პირველ 25 მატჩში).

გარდა ამისა, ეს არის საუკეთესო შედეგი „ბაიერნისთვის“ 1965 წლის შემდეგ.

ჰანს-დიტერ ფლიკი „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა, გვარდიოლა კი ამ თანამდებობაზე 2013-16 წლებში მუშაობდა.