ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ნაკრებში ერთი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT
ჰანს-დიტერ ფლიკმა გერმანიის ნაკრებში ერთი დებიუტანტი გამოიძახა #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა დაასახელა შემადგენლობა უახლოესი შესარჩევი მატჩებისთვის.

გუნდში ერთი დებიუტანტია – „ვოლფსბურგის“ ფორვარდი ლუკას ნმეჩა.

მეკარეები – მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ბერნდ ლენო (არსენალი, ინგლისი), მარკ-ანდრე ტერ-შტეგენი (ბარსელონა, ესპანეთი), კევინ ტრაპი (აინტრახტი);

მცველები – მატიას გინტერი (გლადბახი), კრისტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), იონას ჰოფმანი (გლადბახი), ტილო კერერი (პსჟ, საფრანგეთი), დავიდ რაუმი (ჰოფენჰაიმი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი, ინგლისი), ნიკო შლოტერბეკი (ფრაიბურგი), ნიკლას ზიულე (ბაიერნი);

ნახევარმცველები – ქარიმ ადეიემი (ზალცბურგი, ავსტრია), იულიან ბრანდტი (დორტმუნდი), იულიან დრაქსლერი (პსჟ, საფრანგეთი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კაი ჰავერტცი (ჩელსი, ინგლისი), ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი);

ფორვარდები – მარკო როისი (დორტმუნდი), ლეროი სანე (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), ლუკას ნმეჩა (ვოლფსბურგი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ნოიჰაუსი (გლადბახი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი).

გერმანიის ნაკრები 11 ნოემბერს შინ შეხვდება ლიხტენშტაინს და 14 ნოემბერს სტუმრად – სომხეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ფლიკის გუნდი უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე.