ჰანს-დიტერ ფლიკი – გვინდა, ჩემპიონობის საკითხი მომავალ ტურში გადავწყვიტოთ

18:19, 14.06.2020
MUNICH, GERMANY - NOVEMBER 09: Head coach Hans-Dieter Flick of Bayern Muenchen looks on prior to the Bundesliga match between FC Bayern Muenchen and Borussia Dortmund at Allianz Arena on November 09, 2019 in Munich, Germany. (Photo by Sebastian Widmann/Bongarts/Getty Images)

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის 31-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ (2:1), და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი აცხადებს, რომ ამ საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტას გუნდი უკვე მომდევნო ტურში შეეცდება.

„ეს საკმაოდ რთული სამუშაო იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ რამდენიმე საკადრო ცვლილების განხორციელება მოგვიწევდა. ეს მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთღებით სათასო მატჩის შემდეგ და კვირის შუაგულში. მიუხედავად ყველაფრის, ჩვენ გავიმარჯვეთ და მეორე ადგილს ისევ შვიდი ქულით ვუსწრებთ. მომდევნო ტურში გვსურს ჩემპიონობის საკითხი გადავწყვიტოთ და გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ“, – მოჰყავს ფლიკის სიტყვები „ბაიერნის“ პრეს-სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს „ბაიერნი“ სტუმრად ბრემენის „ვერდერთან“ ითამაშებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი