„ჰანოვერის“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა
„ჰანოვერის“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მოთამაშე „ჰანოვერმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა – ამ გუნდის მცველი ტიმო ჰიუბერსი კორონავირუსით არის დაავადებული. სამედიცინო ტესტმა ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

კლუბში ირწმუნებიან, რომ 23 წლის ფეხბურთელს დაინფიცირების შემდეგ, თანაგუნდელებთან კონტაქტი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მთელმა გუნდმა ჩაიტარა აუცილებელი გამოკვლევა.

მიმდინარე სეზონში ჰიუბერსმა „ჰანოვერის“ რიგებში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.