ჰამზიჩი „ტორპედოში“ დაბრუნდა - ბოსნიელი მეკარე გუნდს თურქეთში შეუერთდა #1TVSPORT
ჰამზიჩი „ტორპედოში“ დაბრუნდა - ბოსნიელი მეკარე გუნდს თურქეთში შეუერთდა #1TVSPORT

დინო ჰამზიჩი ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა და გუნდთან კონტრაქტი გააფორმა – 33 წლiს გამოცდილ ბოსნიელ მეკარეზე ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„დინო ჰამზიჩი კვლავ ჩვენთანაა! 33 წლის მეკარე გუნდს უკვე თურქულ შეკრებაზე შეუერთდა“, – წერია „ტორპედოს“ განცხადებაში.

საინტერესოა, რომ დინო ჰამზიჩი ქუთაისის „ტორპედოში” უკვე მეორედ ჩაირიცხა. მან სეზონი ქუთაისურ კლუბში დაიწყო, მაგრამ ნოემბერში ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა.

ბოსნიელ მეკარეს ქუთაისელთა რიგებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ჰამზიჩი საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და ოთხი წელი საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშობდა, სადაც 2017 წელს საქართველოს თასის მფლობელი და ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა.