„ჰამბურგში“ ჩაკვეტაძის დებიუტი 28 იანვარს შედგება - ვიმედოვნებ, შემადგენლობაში სწრაფად დავმკვიდრდები [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა „ჰამბურგში“ გადასვლაზე – საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი იმედოვნებს, რომ ცნობილ გერმანულ კლუბში კარიერის უკეთ აწყობას შეძლებს.

„მოხარული ვარ, რომ „ჰამბურგში“ ტრანსფერი გამოვიდა. გუნდის ხელმძღვანელების დამოკიდებულებით თავს მშვენივრად ვგრძნობ. ახლა ვიმედოვნებ, რომ შემადგენლობაში სწრაფად დავმკვიდრდები და გავიცნობ ჩემს თანაგუნდელებს, რათა კლუბს მოედანზე დავეხმარო“, – თქვა ჩაკვეტაძემ.

„გიორგი მოქნილი შემტევი მოთამაშეა, ტექნიკურად ძლიერი და სახიფათოა კარებთან. ჩვენ ცოტა ხანს ვაკვირდებით მის პროგრესს. მასთან ერთად ჩვენ თავდასხმის შესაძლებლობებს გავზრდით“, – ეს უკვე კლუბის სპორტული დირექტორის, მაიკლ მუტცელის სიტყვებია.

22 წლის ქართველი „ჰამბურგში“ ბელგიური კლუბ „გენტიდან“ გადავიდა და საიჯარო კონტრაქტი ზაფხულამდე გააფორმა. მისი ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა.

„ჰამბურგის“ ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი შემტევის დებიუტი გუნდში ხვალინდელ ამხანაგურ მატჩში „მიდტიულანდთან“ შედგება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საკლუბო ტელევიზია და YouTube-არხი გადასცემენ.