„ჰამბურგს“ ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა - ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს #1TVSPORT
„ჰამბურგს“ ბუნდესლიგაში დაბრუნების შანსი გაუჩნდა - ჩაკვეტაძე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი ტურის შეხვედრა მოიგო და მოულოდნელად, ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსი გაუჩნდა.

გუნდი ორიოდე ტურის წინ მე-6 ადგილზე იყო და ახლა ახლოსაა მიზანთან, რომლის მიღწევასაც ზეიდიზედ მეოთხე სეზონია ვერ ახერხებს. 33-ე ტურში „ჰამბურგმა“ საკუთარ არენაზე „ჰანოვერი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის განაცხადში იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ „ჰამბურგის“ მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა ახალი სეზონიდან მისი დატოვება აღარ ისურვა, არც „ჰანოვერთან“ ათამაშა.

მასპინძლები მე-13 წუთზე რობერტ გლაცელმა დააწინაურა, რომელმაც შვიდ წუთში დუბლი შეასრულა და „ჰამბურგის“ უპირატესობა გაზარდა. სებასტიან კერკმა 22-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, ქართველის გუნდმა უპირატესობა მაინც შეინარჩუნა და 2:1 მოიგო.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ჰამბურგი“ 57 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა და თეორიულად, პირველადგილოსანი „შალკეს“ (59) გადასწრებაც შეუძლია, მაგრამ გელზენკირხენელებს ჯერ 33-ე ტურის მატჩი არ ჩაუტარებიათ და შეხვდებიან „სანკ პაულს“ (მე-5 ადგილი, 54 ქულა), რომელსაც ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი გააჩნია.

ამას გარდა, შანსებს ასევე ინარჩუნებენ „დარმშტადტი“ (მე-3 ადგილი, 57 ქულა) და ბრემენისვერდერი“(მე-4 ადგილი, 57 ქულა), რომელსაც ტური შეხვედრა გასამართი აქვს.

ასე რომ, ჯერ „ჰამბურგის“ მეორე ადგილი მყიფეა და სხვების შედეგებზეა დამოკიდებული. ბოლო ტურში „ჰამბურგი“ როსტოკშიჰანზას“ ესტუმრება, რომელსაც ლიგაში ადგილის შენარჩუნება გარანტირებული აქვს.