„ჰამბურგის“ მწვრთნელი - გოჩოლეიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მას სათამაშო დრო ექნება #1TVSPORT
„ჰამბურგის“ მწვრთნელი - გოჩოლეიშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მას სათამაშო დრო ექნება #1TVSPORT

„ჰამბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, მერლინ პოლზინმა ესპანეთში დასრულებული შეკრება და ტრანსფერები შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზეც ისაუბრა – მათ შორის გუნდის ახალწვეულ გიორგი გოჩოლეიშვილზე.

„ორი ახალწვეული გვყავს, ვარმედ ომარი და გიორგი გოჩოლეიშვილი, რომლებიც გუნდს შეკრების დროს შეუერთდნენ. ორივემ ვარჯიში ძალიან დადებითად დაიწყო.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იღებს გუნდი ახალ მოთამაშეებს, ვარმედი და გიორგი აქ თბილად მიიღეს. მათ სწრაფად მოახერხეს გუნდთან გაშინაურება და ვარჯიშებზე და თამაშზე აჩვენეს თავიანთი უნარები.

დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ბუნდესლიგაში გუნდის გაძლიერებას შეძლებენ. გოჩოლეიშვილი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ამიტომ მას თავიდანვე მეტი სათამაშო დრო ექნება“, – ამბობს „ჰამბურგის“ მწვრთნელი.