„ჰამბურგის“ მწვრთნელი - გიორგი გოჩოლეიშვილის საქმისადმი დამოკიდებულება მახარებს #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილი გერმანიაში დროულად დაბრუნდა და სანაკრებო პაუზით გათვალისწინებული დასვენების დღეებით არ უსარგებლია, რითიც გუნდის მთავარი მწვრთნელის მადლიერება დაიმსახურა, – ამის შესახებ გამოცემა ligainsider-ი წერს.
„„ჰამბურგის“ ფეხბურთელების უმეტესობა უკვე ემზადება „ფოლკსპარკზე“ „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ბუნდესლიგის მატჩისთვის. გიორგი გოჩოლეიშვილი ორშაბათს დაბრუნდა და, საერთაშორისო მოგზაურობის მიუხედავად, თამაშისთვის მზადება მაშინვე დაიწყო.
25 წლის ფეხბურთელმა ნებაყოფლობით უარი თქვა დასვენებაზე, რადგან ეროვნული ნაკრების მატჩებში მოსალოდნელზე ნაკლები დრო გაატარა.
„ჰამბურგისთვის“ შაბათს „აუგსბურგის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გოჩოლეიშვილი ვარჯიშზე დიდ მონდომებას ავლენს“, – წერს გამოცემა ligainsider.de.
„მახარებს გოჩოლეიშვილის საქმისადმი დამოკიდებულია. მიხარია, როცა ფეხბურთელი ამბობს – არ მინდა დასვენება, მინდა მოედანზე გასვლა და ვარჯიში“, – აცხადებს „ჰამბურგის“ მწვრთნელი მერლინ პოლცინი.