„ჰამბურგი“ ჩაკვეტაძეს ოფიციალურად დაემშვიდობა #1TVSPORT
„ჰამბურგი“ ჩაკვეტაძეს ოფიციალურად დაემშვიდობა #1TVSPORT

„ჰამბურგი“ იჯარით დამატებულ გიორგი ჩაკვეტაძეს ოფიციალურად დაემშვიდობა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“ იჯარის შემდეგ საკუთარ კლუბში, „გენტში“ ბრუნდება. ქართველმა „ჰამბურგი“ სეზონის მეორე ნახევარში გააძლიერა და გუნდში თორმეტი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრებში გამართული ბოლო საერთაშორისო მატჩის შემდეგ ის „გენტში“ დაბრუნდება. „ჰამბურგი“ მადლობას უხდის გიორგი ჩაკვეტაძეს და უსურვებს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს მომავალ კარიერაში“, – წერია „ჰამბურგის“ განცხადებაში.

გიორგი ჩაკვეტაძის იჯარა „გენტს“ ეკუთვნის. ბელგიურ კლუბთან 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველის კონტარქტი 2023 წელს მთავარდება, მაგრამ არც ჩაკვეტაძეს სურს ბელგიურ გუნდში დაბრუნება და „გენტიც“ სამომავლო მონახაზში ქართველის ადგილს ვერ ხედავს.

„ჰამბურგში“ იანვარში იჯარით გადასულმა 22 წლის ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ათი მატჩი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძის დაბრუნება „დინამო თბილისს“ სურს.