„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს, მადლობას უხდიან დონალდ ტრამპს და მოლაპარაკებების შუამავლებს
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს, მადლობას უხდიან დონალდ ტრამპს და მოლაპარაკებების შუამავლებს

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ღაზაში ომის დასრულებას ითვალისწინებს.

„ჰამასი“ მადლობას უხდის ყველა ჩართულ შუამავალს: კატარს, ეგვიპტესა და თურქეთს. განცხადებაში ასევე მადლობა გადაუხადეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

„ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ცდილობს ომის საბოლოოდ დასრულებას და ღაზის სექტორიდან ოკუპაციის სრულ გაყვანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასმა“ ასევე მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი „სრულად შეასრულოს შეთანხმების მოთხოვნები და არ მისცენ მას საშუალება, თავი აარიდოს ან გადადოს შეთანხმების შესრულება“.

ამასთან, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმება „ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს“.