„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება

09:43, 30.11.2023

„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„შუამავლების ძალისხმევის მეშვეობით, მძევლების გათავისუფლების პროცესის გასახანგრძლივებლად ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მეექვსე დღე დასრულდა. აქამდე უცნობი იყო, გაგრძელდებოდა თუ არა შეთანხმება.

მსგავსი