„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება
„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება

„ჰამასის“ მაღალჩინოსანი მუჰამად მარდავი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პერსპექტივისკენ იხრება. როგორც მედია წერს, ამის შესახებ „ჰამასის“ წარმომადგენელმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ის, რაც ითქვა პრესკონფერენციაზე, იხრება ისრაელის პერსპექტივისკენ; ის ახლოსაა იმასთან, რასაც ნეთანიაჰუ დაჟინებით მოითხოვს ომის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა მარდავიმ.

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა მათ წერილობითი ფორმით უნდა მიიღონ, ვიდრე პასუხს გასცემენ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა, რასაც ისრაელის მხარე დათანხმდა.