„ჰამასის“ მეთაური ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს
„ჰამასის“ მეთაური ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს

„ჰამასის“ მეთაური ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შეფერხებაში ადანაშაულებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ მეთაურმა, ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ჯერ კიდევ ეძებს მოლაპარაკებების გზას. ჰანიეს თქმით, ისრაელს ჯერ კიდევ არ აუღია ვალდებულება, შეწყვიტოს სამხედრო შეტევა.

„ჩვენ არ გვინდა შეთანხმება, რომელიც არ დაასრულებს ომს ღაზის წინააღმდეგ. მტერი კვლავ უარს ამბობს გარანტიებისა და მკაფიო ვალდებულებების აღებაზე ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეჩერებაზე“, – განაცხადა ჰანიემ.

მისი თქმით, „ჰამასს“ გადაწყვეტილი აქვს, დაიცვას თავისი ხალხი და ამავე დროს ეძებოს გადაწყვეტა მოლაპარაკების გზით.

„დღეს თუ მივიღებთ მკაფიო პოზიციას შუამავლებისგან, მზად ვართ, გავაგრძელოთ შეთანხმებაზე მუშაობა და გამოვავლინოთ მოქნილობა პატიმრების გაცვლის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰანიემ.