„ჰალმა“ ისევ მოიგო - არველაძის გუნდმა „რედინგი“ დაამარცხა #1TVSPORT
„ჰალმა“ ისევ მოიგო - არველაძის გუნდმა „რედინგი“ დაამარცხა #1TVSPORT

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ წარმატებული საშინაო სერია გააგრძელა – ამჯერად გუნდმა შინ აუტსაიდერს, „რედინგს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურამდე ქართველი მწვრთნელის გუნდს ლიგაში ადგილი გარანტირებული ჰქონდა და როგორც შანს, სტრესის მოხსნამ გუდზე დადებითად იმოქმედა.

მატჩის გმირი ახალგაზრდა თავდამსხმელი კინ ლუის პოტერი იყო, რომელმაც ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 53-ე წუთზე თავი მცველმა, ალფი ჯონსმა გამოიჩინა და „ჰალ სიტიმ“ 3:0 მოიგო.

ეს შოთა არველაძის ხელმძღვანელობით გუნდის მიერ ყველაზე დამაჯერებლად მოგებული შეხვედრა იყო. „ჰალ სიტიმ“ ქართველის ხელმძღვანელობით ჩემპიონშიფში 17 მატჩი ჩაატარა, 6-ჯერ მოიგო, 3 მატჩი ფრედ დაასრულა და 8-ჯერ დამარცხდა.

რაც მთავარია, „ჰალ სიტიმ“ ბოლო ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო, 50 ქულა დააგროვა და ბოლო ორ თვეში პირველად მოახერხა მე-18 ადგილზე დაწინაურება, გასავარდნ ზონას კი უკვე 16 ქულით გაასწრო.