ჰალიდ დოლტმურზიევი – ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში პირველივე შეხვედრაში გავიტანე #1TVSPORT
ჰალიდ დოლტმურზიევმა ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართული შეხვედრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ამ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ქულა სწორედ მისი სადებიუტო გოლით მოიპოვა.
„გასვლითი მატჩები ყოველთვის რთულია. საგოლე შანსები რომ გამოგვეყენებინა, მოგებაც შეგვეძლო. ლამაზი გოლი გამოვიდა და ბედნიერი ვარ. ეს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩემი პირველი გამოძახება იყო, პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა კი ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება გახლდათ. ყველა შეხვედრა რთულია, განსაკუთრებით – ნაკრებში. თუმცა ბოლო თამაში გერმანიასთან გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ“, – აღნიშნავს ჰალიდ დოლტმურზიევი.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ოქტომბერს ბილეფელდში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. მიმდინარე შესარჩევი ციკლი სწორედ ამ შეხვედრით დასრულდება.