ჰალეპი რუმინეთის პატრიარქმა დააჯილდოვა
ჰალეპი რუმინეთის პატრიარქმა დააჯილდოვა

ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი, პატრიარქის ჯვრით, რუმინეთის საპატრიარქოს ყველაზე უმაღლესი ჯილდოთი იქნა დაჯილდოვებული, – იტყობინება „ბაზილიკა“ (Basilica.ro).


„მეც და ჩემი ოჯახიც ყველაფრისთვის ღმერთს მადლობას ვუხდით. მიხარია, რომ რუმინელი ვარ. ჩემი გულშემატკივრების გახარებას კვლავ შევეცდები და ახალი ტიტულების მოგებისთვის არაფერს დავიშურებ“, – ციტირებს პორტალი ჰალეპს.

შეგახსენებთ, რომ სიმონა ჰალეპმა უიმბლდონის ფინალში ამერიკელი სერენა უილიამსი ორ სეტში, ანგარიშით – 6:2, 6:2 დაამარცხა.