ჰალანდმა „სიტის“ გოლების 45 პროცენტი გაიტანა, ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ გოლების - 44 პროცენტი #1TVSPORT
ჰალანდმა „სიტის“ გოლების 45 პროცენტი გაიტანა, ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ გოლების - 44 პროცენტი #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომელი გუნდები არიან ყველაზე მეტად დამოკიდებულნი ერთი ფორვარდის გოლებზე.

ესენი არიან – „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“. ერლინგ ჰალანდმა 17 გოლი გაიტანა პრემიერლიგაში, სულ კი „სიტის“ 37 გოლი აქვს. ნორვეგიელის გოლების წილი – 45.9 პროცენტია.

რობერტ ლევანდოვსკიმ ლა ლიგაში „ბარსელონას“ გოლების 44.8 პროცენტი გაიტანა – 29-დან 13. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.