ჰალანდმა პსჟ-ში შეიძლება მბაპე შეცვალოს #1TVSPORT
ჰალანდმა პსჟ-ში შეიძლება მბაპე შეცვალოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გაგრძელოს.

როგორც ინტერნეტტელევიზია El Chiringuito იტყობინება, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა დაიწყებს ნორვეგიელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაიყოლიებს კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა 23 წლის ჰალანდის აგენტს ფეხბურთელის გეგმების გასაგებად.

ჰალანდს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში რვა გოლი აქვს გატანილი, მბაპეს ანგარიშზე ლიგა 1-ში შვიდი გოლი მოდის.