ჰალანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ჰალანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს.

ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ „ტვიტერში“ დაწერა, რომ 21 წლის ფეხბურთელმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები ინგლისის ჩემპიონთან.

წყაროს ცნობით, ნორვეგიელი ფორვარდის ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში 30 მილიონ ევროს გაუტოლდება.

„მანჩესტერ სიტი“ მზად არის ზაფხულში „დორტმუნდს“ გადაუხადოს 75 მილიონი ევრო. სწორედ ეს თანხაა გაწერილი ჰალანდის მიმდინარე კონტრაქტში.

ამ სეზონში ფორვარდმა 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.