ჰალანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ 2034 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი #1TVSPORT
ჰალანდმა „მანჩესტერ სიტისთან“ 2034 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, ერლინგ ჰალანდმა ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბთან, – ამტკიცებს გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი.

წყაროს ცნობით, 24 წლის ნორვეგიელის ახალი ხელშეკრულება „სიტისთან“ 9.5 წელზეა გათვლილი – 2034 წლის ივლისამდე.

ჰალანდი მანჩესტერულ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 28 მატჩში 21 გოლი გაიტანა.