ჰალანდი „სიტისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ჰალანდი „სიტისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰალანდი მანჩესტერულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც ძალაში 2028/2029 სეზონის ბოლომდე იქნება, – იუწყება ავტორიტეტული გამოცემა „მარკა“.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰალანდმა კონტრაქტზე ხელის მოწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „სიტისთან“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ხეშეკრულება განაახლა.

მიმდინარე სეზონში მანჩესტერული გუნდი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ლივერპულს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ბოლო ხუთი მატჩი ზედიზედ წააგო, რაც გვარდიოლას ფორმაცის გუნდისთვის ისტორიული ანტირეკორდია.